






UHY Georgia -
თქვენი სანდო პარტნიორი
2010 წლიდან
იპოვეთ თქვენს ინდუსტრიაზე მორგებული სერვისები
სამშენებლო ინდუსტრია
ჩვენ გვაქვს სამშენებლო ინდუსტრიის უნიკალური ბიზნესისა და ფინანსური გამოწვევების მყარი ექსპერტული ცოდნა. ჩვენი პროფესიონალები ეყრდნობიან ფართო ინდუსტრიულ ცოდნასა და გამოცდილ მეთოდოლოგიებს, რათა სამშენებლო კომპანიებისთვის უზრუნველყონ მათ საჭიროებებზე მორგებული მაღალი ხარისხის აუდიტისა და საკონსულტაციო მომსახურებების მიწოდება.

ენერგეტიკის სექტორი
ჩვენ ვემსახურებით კლიენტებს საქართველოს მთლიანი ენერგეტიკული სექტორის მასშტაბით. ჩვენს გამოცდილებაში შედის თანამშრომლობა ელექტროენერგეტიკული სექტორის ეროვნულ მარეგულირებელთან, ელექტროენერგიის გენერაციაში ჩართულ კომპანიებთან და მიმწოდებლებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საბოლოო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებასა და ანგარიშწორებაზე. ეს მრავალფეროვანი პორტფელი გვაძლევს სექტორის მარეგულირებელი, საოპერაციო და ფინანსური გარემოს ყოვლისმომცველ ხედვას, რაც საშუალებას გვაძლევს კლიენტებს შევთავაზოთ მათზე მორგებული აუდიტორული და საკონსულტაციო გადაწყვეტები, რომლებიც უწყობს ხელს მდგრად ზრდასა და რისკების ეფექტიან მართვას.

ფინანსური ინსტიტუტები
საქართველოში ვთანამშრომლობთ ფინანსური ინსტიტუტების ფართო სპექტრთან, მათ შორის, საბროკერო კომპანიებთან და საბანკო დაწესებულებებთან. ჩვენი გამოცდილება ვრცელდება როგორც სექტორის რეგულატორულ, ისე ოპერაციულ ასპექტებზე, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, კლიენტს გავუწიოთ ფინანსური ინსტიტუტების უნიკალურ საჭიროებებზე მორგებული აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურებები. ინდუსტრიული ცოდნისა და საბაზრო პრაქტიკის სიღრმისეული ხედვის კომბინირების გზით, ვეხმარებით კლიენტებს შესაბამისობის გაძლიერებაში, რისკების მართვასა და მდგრადი ზრდის მიღწევაში.

სამთავრობო სექტორი
ჩვენ ვთავაზობთ ფინანსური აუდიტის მომსახურებას საქართველოს საჯარო სექტორის ორგანიზაციებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საავადმყოფოების ჩათვლით. ჩვენი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, სრულად დავაკმაყოფილოთ სახელმწიფო დაწესებულებების წინაშე არსებული უნიკალური მარეგულირებელი და საანგარიშგებო მოთხოვნები, რითაც უზრუნველვყოფთ გამჭვირვალობას, სიზუსტესა და ანგარიშვალდებულებას მათ ფინანსურ ანგარიშგებებში.

სამედიცინო სექტორი
ჩვენ ვთავაზობთ ფინანსური აუდიტის სერვისებს ჯანდაცვის ორგანიზაციებისთვის - მათ შორის სახელმწიფო მფლობელობაში არსებული სამედიცინო დაწესებულებებისთვის. ჩვენი გამოცდილება ეხმარება ამ დაწესებულებებს დააკმაყოფილონ რეგულაციური მოთხოვნები, შეინარჩუნონ ზუსტი ფინანსური ანგარიშგება და უზრუნველყონ ოპერაციების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.

წარმოება და დისტრიბუცია
ინდუსტრიის კონსოლიდაციამ, გლობალიზაციამ, წარმოების ხარჯების ზრდამ და მიწოდების ჯაჭვების განვითარებამ შექმნა რთული და მაღალი რისკის შემცველი გარემო მწარმოებელი კომპანიებისთვის. ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოში სხვადასხვა სექტორის კლიენტებთან, მათ შორის: ჩიფსების წარმოება, მზესუმზირის თესლის გადამუშავება, ერთჯერადი პლასტმასის შეფუთვა და ჩაის პროდუქტები. ჩვენი ექსპერტული ცოდნა სცილდება ტრადიციულ გადაწყვეტებს და გთავაზობთ 360-გრადუსიან მიდგომას თქვენი კომპანიის ოპერაციული, ფინანსური და სტრატეგიული გამოწვევების სრულყოფილად გადაწყვეტისათვის.

არასამეწარმეო სექტორი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები
ჩვენ ვაწვდით ფინანსური აუდიტის მომსახურებებს საქართველოში მოქმედ არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციებს, მხარს ვუჭერთ სხვადასხვა მისიისა და ოპერაციული მასშტაბის მქონე სუბიექტებს. ჩვენი გამოცდილება მოიცავს ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებას საქართველოსა და რეგიონში არსებული ეკონომიკის ლიდერი საგნობრივი ჰაბების შენარჩუნების მიზნით, ასევე ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ინიციატივებზე. ამ აქტივობებში შედის: ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა, განათლებისა და შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერა, რეგიონული და საერთაშორისო საგრანტო პროგრამების მართვა და გარემოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში საზოგადოების მონაწილეობის პოპულარიზაცია.

უძრავი ქონება
უძრავ ქონებაზე მუდმივად მზარდი მოთხოვნის გამო, მძლავრი ფინანსური და ოპერაციული სტრატეგიის არსებობა გადამწყვეტ როლს თამაშობს თქვენი ინვესტიციის დაცვასა და გაფართოებაში. ჩვენი გუნდი ფინანსური აუდიტის მომსახურებას უწევს უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენლებს. ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც საქმიანობენ მრავალ მოიჯარეს შორის დადებული გრძელვადიანი ქვეიჯარის კონტრაქტების ფარგლებში. ჩვენ მათ ვეხმარებით საოპერაციო კონტროლისა და ბრენდის ერთიანობის შენარჩუნებაში, ასევე მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაში, ფინანსური აღრიცხვის სიზუსტისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფასთან ერთად.

პერსონალით უზრუნველყოფა
პერსონალითა და აუთსორსინგის მომსახურებით უზრუნველვყოფთ სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიების, ვეხმარებით მათ რესურსების ოპტიმიზაციაში, ეფექტიანობის გაზრდასა და ბიზნესის უწყვეტობის შენარჩუნებაში. ჩვენი ექსპერტული ცოდნა მოიცავს ეკონომიკის სექტორების ფართო სპექტრს, მათ შორის, ქათმის მეურნეობა, ფეხსაცმლის წარმოება და უძრავი ქონების სექტორი. ჩვენი ინდივიდუალურად მორგებული მიდგომა უზრუნველყოფს, რომ თითოეული კლიენტი მიიღებს შესაბამის მხარდაჭერას თავისი უნიკალური ოპერაციული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

ტექნოლოგიები
ტექნოლოგიური ინდუსტრია მრავალ გამოწვევას აწყდება, რომლებიც პრობლემას უქმნიან იმ საფუძველს, რომელზეც, თავის მხრივ, ინოვაციები ვითარდება. ეკონომიკური რყევები, გეოპოლიტიკური ცვლილებები, მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნა, გლობალური კონკურენციის ზეწოლა და მარეგულირებელი გარემოს სირთულე ცვლიან კომპანიების მიერ სტრატეგიებისა და ბიზნეს-მოდელების შემუშავების გზას. ჩვენი ეროვნული ტექნოლოგიური პრაქტიკა მიმართულია მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტების უზრუნველყოფისკენ, რაც გაიზრდება კლიენტებთან ერთად, ჩვენი კოლექტიური ექსპერტული ცოდნის, ხედვისა და შემოქმედებითობის მეშვეობით, რათა დაეხმაროს მათ გაურკვევლობასთან გამკლავებასა და გრძელვადიანი წარმატების მიღწევაში.

თქვენი ბიზნესის 360°-იანი ხედვა
მიმდინარე ტენდენციები
ჩვენი სიახლეები
2021 წლის აპრილში UHY LLC იმ თოთხმეტ ფირმას შორის აღმოჩნდა საქართველოში, ვისაც საზოგადოებრივი დაინტერესების პირის აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება აქვს. ეს აღიარება ერთდროულად ამტკიცებს ჩვენს შესაბამისობას ეროვნულ რეგულაციებთან და ასევე UHY International-ის გლობალური ხარისხის სტანდარტებთან, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს კომპეტენციას, უზრუნველვყოთ მაღალი დონის აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურებები.
UHY LLC Georgia-ს მიენიჭა საზოგადოებრივი დაინტერესების პირისთვის (სდპ) აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება
2021 წლის აპრილში UHY LLC იმ თოთხმეტ ფირმას შორის აღმოჩნდა საქართველოში, ვისაც საზოგადოებრივი დაინტერესების პირის აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება აქვს. ეს აღიარება ერთდროულად ამტკიცებს ჩვენს შესაბამისობას ეროვნულ რეგულაციებთან და ასევე UHY International-ის გლობალური ხარისხის სტანდარტებთან, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს კომპეტენციას, უზრუნველვყოთ მაღალი დონის აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურებები.
მეტის ნახვამოხარულები ვართ, გაცნობოთ რომ მარიამ არაქელაშვილი ჩვენს კომპანიაში აუდიტის უფროსი პარტნიორის პოზიციას დაიკავებს. ამ სიახლით ვადასტურებთ რომ მუდმივად ვითარდება ჩვენი გუნდის კომპეტენცია და ჩვენს კლიენტებს მომსახურების მაღალ ხარისხს ვთავაზობთ.
პოზიციის ცვლილება: მარიამ არაქელაშვილი (საზოგადოებრივი დაინტერესების პირისთვის (სდპ) აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება) დაინიშნა აუდიტის უფროს პარტნიორად
მოხარულები ვართ, გაცნობოთ რომ მარიამ არაქელაშვილი ჩვენს კომპანიაში აუდიტის უფროსი პარტნიორის პოზიციას დაიკავებს. ამ სიახლით ვადასტურებთ რომ მუდმივად ვითარდება ჩვენი გუნდის კომპეტენცია და ჩვენს კლიენტებს მომსახურების მაღალ ხარისხს ვთავაზობთ.
მეტის ნახვავულოცავთ ჩვენი გუნდის წევრს, ერეკლე მეშველიანს — მან ACCA-ს სტრატეგიული ბიზნეს-რეპორტინგის (SBR) გამოცდაზე განსაკუთრებული შედეგი აჩვენა და საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი ქულა მიიღო.
თანამშრომლის პროფესიული განვითარება: ACCA სტატუსი
ვულოცავთ ჩვენი გუნდის წევრს, ერეკლე მეშველიანს — მან ACCA-ს სტრატეგიული ბიზნეს-რეპორტინგის (SBR) გამოცდაზე განსაკუთრებული შედეგი აჩვენა და საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი ქულა მიიღო.
მეტის ნახვავულოცავთ ჩვენი გუნდის წევრს, ბექა ადეიშვილს, ACCA-ს გამოცდაში მიღებულ განსაკუთრებულ შედეგს — Strategic Business Leader (SBL) გამოცდაზე ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ქულის მიღებას. ეს წარმატება კიდევ ერთხელ ამყარებს ჩვენი თანამშრომლების კომპეტენციას და მომსახურების მაღალ ხარისხს.
თანამშრომლის პროფესიული განვითარება: ACCA სტატუსი
ვულოცავთ ჩვენი გუნდის წევრს, ბექა ადეიშვილს, ACCA-ს გამოცდაში მიღებულ განსაკუთრებულ შედეგს — Strategic Business Leader (SBL) გამოცდაზე ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ქულის მიღებას. ეს წარმატება კიდევ ერთხელ ამყარებს ჩვენი თანამშრომლების კომპეტენციას და მომსახურების მაღალ ხარისხს.
მეტის ნახვავულოცავთ ჩვენი გუნდის წევრს, უჩა კობახიძეს ACCA-ს გამოცდაში ბრწყინვალე შედეგს — ფინანსური ანგარიშგების (FR) გამოცდაზე ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ქულის მიღებას.
თანამშრომლის პროფესიული განვითარება: ACCA სტატუსი
ვულოცავთ ჩვენი გუნდის წევრს, უჩა კობახიძეს ACCA-ს გამოცდაში ბრწყინვალე შედეგს — ფინანსური ანგარიშგების (FR) გამოცდაზე ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ქულის მიღებას.
მეტის ნახვაUHY Georgia-მ წარმატებით დანერგა ელექტრონული აუდიტის სისტემა E-Audit, რითაც ჩვენი სამუშაო პროცესები თანამედროვე ციფრულ სტანდარტებს მოერგო. ახალი პლატფორმა ზრდის ეფექტიანობას, უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, სისწრაფეს და ამყარებს მონაცემთა მთლიანობას — რაც გვაძლევს შესაძლებლობას, დინამიკურ რეგულაციურ გარემოში უფრო ეფექტურად მოვემსახუროთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კლიენტებს.
ელექტრონული აუდიტის (E-Audit) წარმატებით დანერგვა
UHY Georgia-მ წარმატებით დანერგა ელექტრონული აუდიტის სისტემა E-Audit, რითაც ჩვენი სამუშაო პროცესები თანამედროვე ციფრულ სტანდარტებს მოერგო. ახალი პლატფორმა ზრდის ეფექტიანობას, უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, სისწრაფეს და ამყარებს მონაცემთა მთლიანობას — რაც გვაძლევს შესაძლებლობას, დინამიკურ რეგულაციურ გარემოში უფრო ეფექტურად მოვემსახუროთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კლიენტებს.
მეტის ნახვაადგილობრივი ბიზნესის და შემოქმედებითი სექტორის მხარდაჭერის ფარგლებში UHY საქართველო გახდა ვაინკასტ 2025-ის პარტნიორი. ფესტივალმა 1000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა და გააერთიანა ღვინისა და კინოს ინდუსტრიასთან დაკავშირებული ხელოვანები და ბიზნეს საზოგადოება. ღონისძიებამ გააფართოვა ჩვენი კავშირები სტრატეგიულ პარტნიორებთან და ხელი შეუწყო ბრენდის ცნობადობის გაზრდას.
ბრენდის ცნობადობა: UHY ვაინკასტ (Winecast) 2025-ის სპონსორი
ადგილობრივი ბიზნესის და შემოქმედებითი სექტორის მხარდაჭერის ფარგლებში UHY საქართველო გახდა ვაინკასტ 2025-ის პარტნიორი. ფესტივალმა 1000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა და გააერთიანა ღვინისა და კინოს ინდუსტრიასთან დაკავშირებული ხელოვანები და ბიზნეს საზოგადოება. ღონისძიებამ გააფართოვა ჩვენი კავშირები სტრატეგიულ პარტნიორებთან და ხელი შეუწყო ბრენდის ცნობადობის გაზრდას.
მეტის ნახვა









